სივრცის აკუსტიკური მოწყობა

სივრცის სწორად მოწყობა ეს ისეთივე მნიშვნელოვანი წინაპირობაა კარგი აკუსტიკური გარემოსთვის, როგორც აუდიო სისტემების სწორი შერჩევა. გამომდინარე იქიდან, რომ ბგერა ეს არის ტალღური მოვლენა, როგორც ეს სტატიაში რა არის ხმა ავღნიშნეთ. თავისთავადვე მიანიშნებს იმას, რომ როგორც ხმოვანი იოგებიდან ხდება ტალღური გადაცემა ჰაერზე, ისე ჰაერიდან ხდება ტალღური გადაცემა ნებისმიერ რხევად ზედაპირზე თუ მასალაზე.

ბგერითი გადაცემი მოვლენები

ასეთ გადაცემებს აქვს თავისი სხვადასხვა ტიპის ხასიათი და ბუნება, შესაბამისად ბგერითი ტალღების გავრცელებასა და გადაცემაში ძალიან ბევრი ფიზიკური მოვლენა მონაწილეობს. გამომდინარე აქედან სივრცის აკუსტიკური დაგეგმარებისთვის, სპეციალისტმა უნდა შეაფასოს და გაითვალისწინოს შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენები. თუ უფრო მეტის გაგება გსურთ თითოეული ასეთი მოვლენის დროს რეალურად რა ხდება და მის მოსაგვარებლად როგორი მიდგომები გამოიყენება გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულებეზე დაკლიკებით.

1. არეკვლა
2. რევერბერაცია
3. შთანთქმა
4. დიფუზია
5. მდგარი ტალღები
6. რეზონანსი
7. დიფრაქცია
9. ინტერფერენცია
10. Flutter Echo
11. ოთახის მოუდები
12. დოპლერის ეფექტი
13. აკუსტიკური იმპედანსი
14. Comb Filtering

სწორედ ამ მოვლენების გათვალისწინებით ხდება სწორი დაგეგმარება და საჭიროების შემთხვევაში ასკუტიკური პანელებით სივრცის გაჯანსაღება.

განსხვავებული მიდგომები

ეს ეტაპი არ მოიცავს დინამიკების შერჩევის პროცესს, მანამდე სანამ აუდიო სისტემების შერჩევა მოხდება, მნიშვნელოვანია სამიზნე სივრცე აკუსტიკურად იყოს ჯანსაღი. ყველა სივრცეს თავისი დანიშნულებისამებრ სხვადასხვა სტანდარტი და მიდგომები აქვს. მაგალითად ღამის კლუბის შემთხვევაში მაღალი ხმის საჭიროებაა სრულ სიხშირულ დიაპაზონში, თან ისე რომ ეს სრული დიაპაზონი დარბაზის ყველა ნაწილში თანაბრად ისმოდეს. რაც შეეხება ადგილებს სადაც ხდება გამოცხადება ან/და საკონფერენციო დარბაზებია აქ სტანდარტი არის RT60 რათა საუბარი მაქსიმალურად გარჩევადი იყოს. ჯამურად აკუსტიკური გარემო აუდიო სისტემასთან ერთად უნდა დაიგეგმოს ისე რომ სადაც რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნაა ზუსტად შეესაბამებოდეს, ხოლო სადაც მუსიკის საჭიროებაა მაღალი ხარისხის პერფომანსი მივიღოთ, რომ თქვენს კომერციულ მიზნებს შეესაბამებოდეს. თუ დაინტერესდებით დეტალურად, რომელ სივრცეში რა მიდგომებია გამოყენებული, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულებეზე დაკლიკებით.

  1. ღია საკონცერტო სივრცე
  2. დახურული საკონცერტო სივრცე (ღამის კლუბი, რესტორანი, საკონცერტო დარბაზი)
  3. სივრცეები სადაც მხოლოდ საუბრის გადაცემაა საჭირო(საზოგადო თავშეყრის ადგილები,საკონფერენციო დარბაზები)
  4. ფონური გახმოვანება
  5. სახლის HiFi სისტემებისთვის
  6. კინოთეატრი
  7. თეატრი
  8. ხმის ჩამწერი სტუდია
  9. ეკლესია

დაგეგმარების პროცესი

დაგეგმარების პროცესი შეიძლება სხვადასხვაგვარად წარიმართოს, მაგალითად თუ ჯერ მხოლოდ არქიტქტურული ნახაზებია და შენობა ფიზიკურად არ არსებობს, ასეთ დროს დაგეგმარება ხდება ნახაზების მიხედვით სიმულაციურ პროგრამაში და მათემატიკური გამოთვლებით. 15 წლიან გამოცდილებასთან ერთად, ჩვენ პრაქტიკაში ვიყენებთ ორივე მიდგომას, სიმულაციურ სოფთს ასევე მათემატიკურ გამოთვლებს, ამასთანავე ყველა პროექტს დეტალურად გავდივართ საქართველოში ჩვენს მიერ წარმოდგენილ ბრენდების სპეციალისტებთან ერთად.

იმ შემთხვევაში თუ სივრცე დასრულებულია ან/და ფუნქციონირებს, ასეთ დროს აუცილებელია ადგილზე აკუსტიკური გაზომვების გაკეთება, რაც მოიცავს აპარატურულ ნაწილს, სპეციალური გამზომი მიკროფონები, სიხშირული ხმაურის წყარო, პროგრამული უზრუნველყოფა სადაც ხდება მონაცემთა ჩაწერა და ამი მიხედვით დგება არსებული აკუსტიკური სურათი, შემდეგ ამაზე დაყრდნობით ხდება სივრცის გაჯანსაღებისთვის საჭირო გამოთვლები

სტატიის გაზიარება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
შედარება