ლარგო ლოჯისტიკსი


ჩვენი ბიზნეს საქმიანობა სამი მიმართულებისგან შედგება: ავტო სადილერო მომსახურება, საუკეთესო შემოთავაზებები სატრანსპორტო საშუალებებზე და გადაზიდვა.

გაიგეთ მეტი

VIN ძებნა


მომსახურება


ავტო სადილერო მომსახურება

ავტო სადილერო მომსახურების ფარგლებში ავტო სადილერო კომპანიებს, ინდივიდუალურ ავტო დილერებსა და ფიზიკურ პირებს საქართველოსა და უკრაინაში ვთავაზობთ ავტო ტრანსპორტის შეძენას სანდო რეპუტაციის მქონე ავტო აუქციონებზე ა.შ.შ.-ში და შენაძენის სწრაფ, უსაფრთხო და ხელსაყრელი პირობით ტრანსპორტირებასა და იმპორტს საქართველოსა და უკრაინაში.

სასურველი ავტომობილის შეძენას შეძლებთ ისეთ გლობალურ საავტომობილო აუქციონებზე, როგორებიცაა:

საუკეთესო შემოთავაზებები სატრანსპორტო საშუალებებზე

ჩვენს ვებ-გვერდზე საუკეთესო შემოთავაზებების კატეგორიაში დაგხვდებათ საუკეთესო ფასის, ყველაზე მოთხოვნადი მოდელების, პრემიუმ და ეკო კატეგორიის შემოთავაზებები ავტო და საზღვაო ტრანსპორტზე, ასევე სპეც ტექნიკაზე.

გადაზიდვა

საქართველოში და უკრაინაში გთავაზობთ სახმელეთო და საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვას ხელსაყრელი პირობებით ა.შ.შ-დან და ჩინეთიდან საერთაშორისოდ აღიარებულ გადამზიდავ კომპანიებთან თანამშრომლობით.

თქვენი ტვირთის სწრაფ და უსაფრთხო საკონტეინერო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ:

ჩვენ ასევე გთავაზობთ სახმელეთო გადაზიდვას ამიერკავკასიაში, კერძოდ: აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს ბიუჯეტს, აგარიდებთ ზედმეტ ადმინისტრაციულ ხარჯებს და შემოგთავაზებთ გონივრულ ლოჯისტიკურ გადაწყვეტილებებსა და გადახდის კომფორტულ პირობებს, რომელსაც გაგაცნობთ უშუალოდ თანამშრომლობის დროს.

კალკულატორი

შესყიდვის პროცესი


ა.შ.შ-ში ავტომობილის შეკვეთის განხორციელების დროს, სახმელეთო და საზღვაო უსაფრთხო და სწრაფი ტრასნპორტირებისას, ავტომანქანის დატვირთვის თუ მიღების დროს, ასევე საბაჟო პროცედურების მართვისას, LARGO LOGISTICS-ში მუდმივად ვზრუნავთ თქვენი ბიზნესის წინსვლაზე.

შეკვეთის დაწყებიდან მის დასრულებამდე ჩვენ უზრუნველგყოფთ გონივრული კონსუტაციით, ასევე ავტომობილის შესყიდვისა და გადაზიდვის სტატუსით. ასევე შეგატყობინებთ საავტომობილო აუქციონში მონაწილეობის წესებსა და პირობებს, გადაზიდვის ტარიფებს, ასევე გაგაცნობთ თქვენს ინტერესებზე მორგებულ დამატებით სერვისებს.

ავტო ტრანსპორტის შესყიდვის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

  • LARGO LOGISTICS-ის ვებ-გვერდზე საწევრო პროფილის/ანგარიშის დარეგისტრირება. თქვენს ანგარიშზე ასახული იქნება სრული ისტორია ტრანზაქციებისა და შეძენილი ავტომობილების შესახებ. პროფილზე ასევე იხილავთ სხვა აუცილებელ ინფომრაციას, როგორიცაა: კონტეინერის ნომერი, გადამზიდავი ხაზი, გადზიდვამდე და გადაზიდვის შემდგომ გადაღებული ფოტომასალა.
  • ავტოდილერებისთვის პარტნიორი საავტომობილო აუქციონების ვებ-გვერდებზე რეგისტრაციისა და შესვლის კოდების მინიჭება.
  • აუქციონებიდან შეძენილი ავტომობილის მიღება.
  • ავტომობილების ტრანსპორტირება დატვირთვის პორტამდე ა.შ.შ-ში.
  • ავტომობილისი კონტეინერში დატვირთვა.
  • ტვირთის საბაჟო გაფორმება.
  • ავტომობილის დანიშნულების პორტამდე ტრასპორტირება საქართველოსა და უკრაინაში.
  • იმპორტის საბაჟო გაფორმება.

ავტომობილის იპმორტის სრული ღირებულების გამოსათვლელად ჩვენ დაგიანგარიშებთ:

  • შიდა გადაზიდვის ფასს;
  • კონტეინერით ტრანსპორტირების ღირებულებას;
  • დაზღვევის ფასს;
  • საპორტო - სატერმინალო მომსახურების გადასახადებს;
  • იმპორტიორის ფასნამატს.

დამატებითი სერვისების ფარგლებში:

  • უზრუნველგყოფთ კერძო ბროკერის მომსახურებით;
  • დაგეხმარებით შეკვეთის გამოფრმებაში;
  • გთავაზობთ დაზიანებული ავტომობილის შეკეთებას, ასევე დაჭრასა და ჩამოტანას;
  • შემოგთავაზებთ ტვირთის დაზღვევას ხელსაყრელი პირობით.

LARGO DEALS


ჩვენ შესახებ


ბიზნეს საქმიანობა

LARGO LOGISTICS-ი არის ავტო სადილერო და სატრანსპორტო კომპანია, რომელიც:

  • თავაზობს ავტო სადილერო მომსახურებას ავტო სადილერო კომპანიებს, ინდივიდუალურ ავტო დილერებსა და ფიზიკურ პირებს საქართველოსა და უკრაინაში;
  • ყოველდღიურად უზრუნველყოფს კლიენტებს საუკეთესო შემოთავაზებებით ავტო და საზღვაო ტრანსპორტზე, ასევე სპეც ტექნიკაზე;
  • აწარმოებს 1) საზღვაო და სახმელეთო საკონტეინერო გადაზიდვას ა.შ.შ.-დან და ჩინეთიდან საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით: 2) ასევე სახმელეთო გადაზიდვას ამიერკავკასიაში, კერძოდ აზერბაჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის.

კომპანია ავტო სადილერო მომსახურებას საქართველოში თავაზობს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და გორში, ხოლო უკრაინაში: კიევში და ოდესაში.

მისია

ჩვენი მისიაა ინოვაციური და დამკვეთისთვის მომგებიანი ავტო სადილერო და სატრანსპორტო შემოთავაზებებით, მოქნილი პოცედურებითა და მოთხოვნაზე მორგებული ეფექტური ლოჯისტიკური მომსახურებით ხელი შევუწყოთ ჩვენს ბიზნეს კლიენტებსა და ინდივიდუალურ დამკვეთებს დასახული მიზნის მიღწევაში.

ფასეულობები

LARGO LOGISTICS-ის კორპორატიული კულტურა ეფუძნება ოთხ ძირითად ფასეულობას:

კლიენტზე ორიენტირებულობა

ჩვენი მთავარი ბიზნეს პარტნიორები კლიენტები არიან, ჩვენი ბიზნეს ამოცანები კი მათი მიზნებით განისაზღვრება. ამიტომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ არამხოლოდ კლინეტის კმაყოფილებაზე, არამედ მათი წარმატების მიღწევაზე.

სრულყოფილებისკენ სწრაფვა

ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და ვიყენებთ თანამედროვე მეთოდებს ავტო სადილერო და სატრანსპორტო პროცედურების გამარტივებისა და სრულყოფის მიზნით.

კეთილსინდისიერება და სანდოობა

კლიენტებთან, თანამშრომლებთან თუ ბიზნეს პარტნიორებთან ხანგრძლივ და წარმატებულ თანამაშრომლობას საფუძვლად უდევს მხარეთა შორის გულწრფელობა და ეთიკური ნორმებისა დაცვა. ჩვენთან მხარეთა ბიზნეს მონაცემების კონფიდენციალობა დაცულია, პროცედურები თანამშრომლობის თითოეულ ეტაპზე გამჭირვალეა, უსაფრთხოების ნორმები დაცული და გათვალისწინებულია, პირობები ადექვატურია და ნაკისრი ვალდებულებები პასუხისმგებლიანად შესრულებულია.

გუნდურობა

ჩვენ პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ ჩვენი თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნიორების იდეებსა და რჩევებს. სისტემატიური გუნდური მუშაობით ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას, ხედვასა და გამოცდილებას, რითაც ვაუმჯობესებთ ერთმანეთის შედეგს და ვქმნით თანამშრომლობისთვის პოზიტიურ გარემოს.

რეგისტრაცია პარტნიორებისთვის
დარეგისტრირდი

დაგვიკავშირდით


ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:

  • თბილისი, მიცკევიჩის 27ბ
  • +995 32 219 78 81
  • ქუთაისი, თამარ მეფის 36/38
  • +995 32 219 78 81
  • +995 571 787 836
  • ბათუმი, აღმაშენებლის 9
  • +995 32 219 78 81
  • +995 577 150 088
  • გორი, ჭავჭავაძის 38
  • +995 32 219 78 81
  • +995 574 435 360
  • Ukrain
  • ‭+380 93 581 29 55 (Kiev)
  • largo@largo.ge
  • info@largo.ge