
Jamo C707PA MKII აქტიურ ბუქშელფ დინამიკები
დანიურიი ლეგენდარული აუდიო ბრენდი Jamo აცხადებს C707PA MKII მოდელის ევროპულ პრემიერას – ეს არის C700 სერიის უახლეს აქტიურ ბუქშელფ დინამიკები. მინიმალისტური ელეგანტურობისა და თანამედროვე აკუსტიკური შესაძლებლობების გაერთიანებით, C707PA MKII ხელახლა განსაზღვრავს სტანდარტს კომპაქტური რეალური სტერეო სისტემებისთვის.
დინამიკს გააჩნია მრავალფეროვანი შემავალი ინტერფეისები – Bluetooth, HDMI TV ARC, USB და აუდიო ჯეკი, რაც მას აქცევს სტილისა და შესაძლებლობების იდეალურ კომბინაციად. მარტივად ერწყმის ნებისმიერ თანამედროვე საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეს.
Jamo ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანიური ბრენდია, რომელიც 1968 წელს დააარსეს პრებენ იაკობსენმა და მისმა სიძემ, იულიუს მორტენსენმა (JA-MO წარმოიშვა Jacobsen და Mortensen სახელებიდან). 1994 წელს Jamo ევროპაში ყველაზე დიდი დინამიკების მწარმოებელი იყო. მოგვიანებით, კონკურენციის გამო, წარმოების დიდი ნაწილი ჩინეთში გადაიტანეს. 2005 წელს კომპანია Klipsch-ს მიჰყიდეს და ბრენდი თითქმის გაქრა. 2024 წელს, Shenzhen-ის Rayleigh Acoustics-ის მიერ Premium Audio Company-ისგან ბრენდის შესყიდვის შემდეგ, შეიქმნა Jamo Holding Limited, როგორც დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს ბრენდის დაბრუნებას მის დანიურ ფესვებთან.

დიზაინი და ტექნოლოგია
დანიური ცხოვრების სტილზე დაფუძნებული ახალი C707PA MKII დინამიკები განსხვავდება წარსული Jamo-ს lifestyle და home theater ხაზისგან, ქმნის ახალი ინსპირაციული მიმართულებას, რომელიც აერთიანებს ესთეტიკას და ტექნიკურ შესაძლებლობებს.
ეს არის ორი-საფეხურიანი სისტემა, რომელიც მუშაობს 65 ვატიანი Class-D გამაძლიერებლით, ბას-რეფლექსურ კონსტრუქციაში. იგი სთავაზობს მაღალი სიზუსტის და მკაფიო ბასს, რაც ტიპიურია Hi-Fi პროდუქტებისთვის.
- 5.25” ვუფერი – Hybrid Composition Conical Cone (HCCC) მემბრანით, LDS სუსპენზიით და Jamo-ს ალუმინის ფაზის პლაგით, რაც ამცირებს დისტორტს და აუმჯობესებს ტრანზიენტულ რეაგირებას.
- 1” გუმბათოვანი ტვიტერი – ანტი-დიფრაქციული ტალღის მიმართველით, რომელიც უზრუნველყოფს ფართო დისპერსიას ოთახში.
- სამზონიანი ეკვალაიზერი (Low/100Hz, Mid/1kHz, High/10kHz) – იძლევა ადაპტაციის საშუალებას ნებისმიერი სივრცის პირობებთან.
კავშირები
C707PA MKII აღჭურვილია სრულფასოვანი შემავალი ინტერფეისებით:
- Bluetooth 5.0 (aptX/aptX HD მხარდაჭერით)
- HDMI ARC
- USB Type-C
- 3.5მმ ჯეკი
- RCA (Line/Phono ჩართვის შესაძლებლობით)
- ოპტიკური (Optical)
დიზაინი
ტიპიური დანიური სტილის მიხედვით, C707PA MKII ხელმისაწვდომია ხუთ ფერში – შავი, თეთრი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი. თითოეულ კომპლექტს მოყვება მოსახსნელი ფრონტალური ბადე, პულტი და იზოლაციის ბალიშები.
ეს შეიძლება გახდეს ბრენდის დიდებულ დაბრუნების დასაწყისი.

