
Standing Wave — მდგარი ტალღები
მდგარი ტალღები ჩნდება მაშინ, როდესაც პირდაპირი და არეკლილი ტალღები ერთმანეთს ემთხვევა. შედეგად ოთახში ზოგი სიხშირე ძლიერდება, ზოგი კი თითქმის ქრება. მაგალითად, ოთახის ერთ წერტილში ბასი შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს, ხოლო მეორე წერტილში — თითქმის გაუჩინარდეს.
პრობლემის შემცირება შესაძლებელია:
- ოთახის სწორი პროპორციებით,
- ბას ტრაპებით,
- არაპარალელური ზედაპირებით,
- დინამიკებისა და მოსასმენი პოზიციის სწორი განლაგებით.

