მიწოდების პირობები

მიწოდების ფასები და პირობები

ვებ გვერდზე განთავსებული ინსტრუმენტების შეძენისას, მიწოდება ხორციელდება თბილისისა და საქართველოს ნებისმიერი რეგიონის მასშტაბით, საკურიერო კომპანიის მეშვეობით.

თბილისის მასშტაბი – სტანდარტული მიწოდება – 200 ლარზე მეტი შენაძენის მიწოდება ხორციელდება უფასოდ.
სტანდარტული მიწოდების ვადები: თბილისი 1-2 სამუშაო დღე.

სპეციალური (დიდგაბარიტიანი ინსტრუმენტი) პირობა – სპეციალური კატეგორიის ინსტრუმენტების ტრანსპორტირების ფასი მერყეობს 500 დან 1000 ლარამდე.
ზუსტი საფასურის დასაგენერირებლად, გთხოვთ, შეკვეთამდე დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 032 236 40 45
ვადების განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, მომხმარებელთან შეთანხმებით.

რეგიონის მასშტაბი – სტანდარტული მიწოდება – მიწოდების საფასური (გარდა აკუსტიკური პიანინო / როიალისა) გამოითვლება ანგარიშსწორების (Checkout) გვერდზე, თქვენ მიერ მითითებული მისამართის მიხედვით.
სტანდარტული მიწოდების ვადები: რეგიონებში 3-5 სამუშაო დღე.

მიწოდების წესები

1.  შპს „ლარგოს“-ს  ინტერნეტ მაღაზიით, https://largo.ge/ პროდუქციის შეძენისას საქონლის მომხმარებლისათვის მიწოდება ხდება მოცემული წესებით;

2. შეუფერხებლად ჩაბარების პირობები:
2.1 მიწოდების ჯგუფი უზრუნველყოფს შეკვეთის შეუფერხებლად ჩაბარებას, თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე, თუ დაცულია შემდეგი პირობები: სამანქანო მისასვლელი გზა უზრუნველყოფილია კორპუსთან ან საცხოვრებელ სახლთან; სადარბაზოში ან ეზოში გზა დაგებულია და უსაფრთხოა გადაადგილებისთვის; კორპუსში ლიფტი ფუნქციონირებს და შესაძლებელია მისი გამოყენება; კიბის საფეხურები გამართულია, არ არის დაზიანებული და აღჭურვილია მოაჯირით; სადარბაზოში ან ეზოში არსებობს საკმარისი გადაადგილების სივრცე და არ არის დაბრკოლებები (მაგალითად, სამშენებლო მასალები ან ნარჩენები);

2.2 მომხმარებლის ვალდებულებები:

  • არ ჩაიბაროს დაზიანებული შეფუთვით მიწოდებული გზავნილი და აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გამყიდველს;
  • შეამოწმოს პროდუქცი მიღებისას და ვიზუალური დეფექტის ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს გამყიდველს.
  • გზავნილის ჩაბარებამდე შეამოწმოს მიწოდებული ნივთების რაოდენობა;

2.3 იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია, მიწოდებული ნივთების რაოდენობა ნაკლებია შეკვეთილზე, ან გზავნილი არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ განთავსებულ შეკვეთას, მომხმარებელმა არ უნდა მიიღოს ნივთი და დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპანიას შემდეგი საკონტაქტო საშუალებებით:
ელ. ფოსტა: info@largo.ge
ტელეფონი: 032 2 36 40 45

2.4 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს „ლარგო“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ნივთის ვიზუალურ მდგომარეობასა და მიწოდებული რაოდენობის შესაბამისობაზე.

3. მიწოდების ვადები: 3.1 მიწოდების ვადა თბილისში შეადგენს 1–2 სამუშაო დღეს, ხოლო რეგიონებში — მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეს. ფორსმაჟორული ან გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოშობისას, ვადის შესაძლო ცვლილების შესახებ საინფორმაციო ცენტრი დაუყოვნებლივ დაუკავშირდება მომხმარებელს.

3.2 თუ შპს „ლარგო“ საინფორმაციო ცენტრის მიერ მიტანის ვადის დაგეგმვის შემდეგ მომხმარებელმა ვერ მიიღო შეკვეთილი ნივთი ან ნივთები, ვთხოვთ გააკეთოთ შესაბამისი შეტყობინება შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:
ელ. ფოსტა: info@largo.ge
ტელეფონი: 032 2 36 40 45

3.3 შპს „ლარგო“-ს ვებგვერდზე პროდუქტის შეძენით მომხმარებელი ადასტურებს თანხმობას წინამდებარე პირობებზე.
შპს „ლარგო“ არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ მიწოდების წესებისა და პირობების დარღვევით

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
შედარება