საგარანტიო პირობები
კანონისმიერი გარანტია
2 წლიანი კანონისმიერი გარანტია!
კანონისმიერი განანტიის პირობებია:
მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებებია:
1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
2. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
3. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე,
თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
6. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
8. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
• მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული
მტკიცების ტვირთი:
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
ნივთის შეცვლა, ან შეკეთება კანონისმიერი გარანტიის პირველი რიგის უფლებაა, შესაბამისად გამყიდველი ვადებულია შეცვალოს ნაკლოვანი ტექნიკა, ან მომხერებელტა შეთანხმებით შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა მოცემული პირობების შესაბამისად, სერვის-ცენტრში მისი მიღების მომენტიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკაში შესაცვლელი იქნება ისეთი სათადარიგო ნაწილი, რომელიც არ იქნება ადგილზე და გამოსაწერია საზღვარგარეთიდან, მაშინ ეს ვადა გაგრძელდება 30 სამუშაო დღემდე (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები). იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელთან შეთანხმებით ნივთი ჩანაცვლდება იდენტური სპეციფიკაციის სხვა მოდელით ან შეწყდება ხელშეკრულება და დაბრუნდება გადახდილი ღირებულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად! კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე.
საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება/უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
• გასულია საგარანტიო ვადა;
• არ არის წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი, სასაქონლო ზედნადები და ა.შ.) და შესაბამისად,
შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება;
• მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი, კოდი და შესაბამისად, შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება;
• საქონლის/მოწყობილობის დეფექტი/ზიანი გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად და არ წარმოადგენს თავდაპირველ წუნს;
• მოწყობილობა გამოიყენებოდა არა პირადი მოხმარების მიზნით, არამედ კომერციული მიზნებისათვის;
• დაზიანება/წუნი გამოწვეულია პლომბის ან ლუქის აძრობით;
• წუნი გამოწვეულია, მწარმოებლის/გამყიდველის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესის დარღვევის გამო;
• დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
• დაზიანება გამოწვეულია მოწყობილობის ფუნქციონირების ადგილზე ელ.ქსელის გაუმართაობით ან ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიის ბრალეულობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე);
• წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ გამოყენებისა და შენახვის წესების/პირობების დარღვევით;
• წუნი, რომელიც გამოწვეულია, მოხმარებლის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;
• წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ დარუთული სისტემისა და არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების გამო;
• ტექნიკის წუნზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები შესრულებულია მოვაჭრის ინსტრუქციის დარღვევით, არაუფლებამოსილი სერვისცენტრის სპეციალისტის მიერ, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;
კანონისმიერი გარანტია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე!
აღნიშნული საგარანტიო პირობები არ ვრცელდება იურიდიული პირების შემთხევევაში
