პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მარკეტინგული მიზნებისთვის
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
„ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე“,
კომპანიას აქვს უფლება შეინახოს და დაამუშაოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მარკეტინგული მიზნებისთვის.
შპს „ლარგო“ (ს/კ 416302744), თქვენი თანხმობის საფუძველზე, უფლება აქვს შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები მარკეტინგული მიზნებისათვის (მათ შორის შვილობილი კომპანიების მიერ), რაც გულისხმობს კომპანიაში არსებული აქციებისა და შეთავაზებების შესახებ შეტყობინებების გაგზავნას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით.
მონაცემები, რომლებზეც კომპანიას აქვს წვდომა:
- სახელი / გვარი
- საცხოვრებელი მისამართი
- ელ.ფოსტის მისამართი
- ტელეფონის ნომერი
Meta (მეტა)
ჩვენი პლატფორმა იყენებს Meta Platforms Ireland Limited-ის სარეკლამო სერვისებს (მისამართი: 4 Grand Canal Square, Dublin, Ireland), „ქუქი“ ფაილების, მოწყობილობის იდენტიფიკატორებისა და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით. ვებგვერდის ან აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მაგალითად, ნანახი გვერდებისა თუ სტატიების შესახებ) ინახება ალტასა და Meta Platforms Ireland Limited-ის მიერ ერთობლივი პასუხისმგებლობის პირობებში.
ალტას ვებგვერდზე ინტეგრირებულია Meta-ს Website Custom Audience Pixel, რომელიც Meta-ს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ ალტას ვებგვერდის გამოყენებისას. ამ პროცესში ფიქსირდება თქვენი მოწყობილობის ID, თუმცა თქვენი სახელი, გვარი ან სხვა პერსონალური მონაცემები არ გადაიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ რეგისტრირებული Facebook-ზე ან Instagram-ზე. აღნიშნულ პლატფორმებზე რეგისტრაციისას კი, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით Meta-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენებას.
გარდა ამისა, Meta-ს ვუზიარებთ ინფორმაციას თქვენ მიერ განხორციელებული შეკვეთების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შესული ხართ ალტას ვებგვერდზე, Meta-ს გადაეცემა თქვენი ელ.ფოსტის მისამართი დაშიფრული ფორმით. აღნიშნული მონაცემი გამოიყენება მხოლოდ ვებგვერდის ვიზიტორების იდენტიფიცირებისა და პერსონალიზებული რეკლამების შეთავაზების მიზნით. ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ მონაცემების გაზიარებას.
ვებგვერდზე შენახული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ალტას შეთავაზებები გამოჩნდეს თქვენს Facebook ან Instagram ანგარიშებზე. Meta-ს უფლება აქვს ეს ინფორმაცია გამოიყენოს როგორც საკუთარი პლატფორმის, ასევე მესამე მხარეების სარეკლამო მიზნებისთვის. მაგალითად, Meta-ს შეუძლია თქვენი ქცევის ანალიზის საფუძველზე განსაზღვროს ინტერესები და გამოიყენოს ეს ინფორმაცია სხვა შეთავაზებების რეკლამირებისთვის. ასევე, Meta-ს შეუძლია Pixel-ის საშუალებით მიღებული ინფორმაცია გააერთიანოს სხვა ვებგვერდებიდან ან Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენებისას შეგროვებულ მონაცემებთან. შედეგად, Meta Platforms Ireland Limited-ს შესაძლოა შეექმნას და შეინახოს თქვენი პროფილი, რომელიც გამოყენებული იქნება სარეკლამო მიზნებისთვის.
Meta Platforms Ireland Limited პასუხისმგებელია Pixel-ის საშუალებით შეგროვებული მომხმარებლის მონაცემების შენახვასა და შემდგომ დამუშავებაზე. როგორც მონაცემთა დამმუშავებელი, Meta Platforms Ireland Limited შესაძლოა ინახავდეს თქვენს შესახებ მონაცემებს აშშ-ში.
Meta-ში მონაცემთა დაცვის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:
https://www.facebook.com/privacy/policy/?entry_point=data_policy_redirect
Meta Platforms Ireland Limited-ის ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემთა სუბიექტის უფლებებით და წაშალოთ თქვენი მონაცემები.
როდის წყვეტს ალტა მონაცემთა დამუშავებას
კანონის შესაბამისად, მონაცემთა შენახვასა და დამუშავებაზე პასუხისმგებელი კომპანია — შპს „ალტა რითეილი“ — ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება მარკეტინგული მიზნებით მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, თუმცა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების ვალდებულება.
მარკეტინგული მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში, მომხმარებელმა მის მიერ სისტემაში რეგისტრირებული ელ.ფოსტის მისამართიდან უნდა გააგზავნოს წერილობითი შეტყობინება შემდეგ ელ.ფოსტაზე:
info@largo.ge
