
კინოთეატრი
კინოთეატრის აკუსტიკა მთლიანად ემოციურ გამოცდილებაზეა აგებული. სივრცემ უნდა შეძლოს ერთდროულად:
- მკაფიო დიალოგი,
- ძლიერი დაბალი სიხშირეები,
- სივრცითი ეფექტები,
- დიდი დინამიკური დიაპაზონი.
თუ რევერბერაცია ზედმეტია, დიალოგი ბუნდოვანი ხდება; თუ სივრცე ზედმეტად „მკვდარია“, ფილმი ემოციურ სიღრმეს კარგავს.
ამიტომ კინოთეატრებში აკუსტიკა ძალიან ზუსტად იგეგმება — კონტროლდება early reflections, გვერდითი არეკვლები, ბასის დაგროვება და immersion effect.
აპარატურულად გამოიყენება მრავალარხიანი surround სისტემები, dedicated LFE საბუფერები და cinema processor-ები. ცენტრალური არხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან დიალოგის ძირითადი ნაწილი სწორედ აქ გადის. თანამედროვე immersive სისტემები უკვე სივრცეში მოძრავი ხმის ეფექტებსაც ქმნის.

