რა არის ხმა
ზოგადად ხმა, ეს არის ტალღური მოვლენა, დაბნეულობა რომ არ გამოიწვიოს, წარმოიდგინეთ წყლის წყნარი ზედაპირი, როდესაც მასში კენჭს ჩავაგდებთ წარმოიქმნება პატარა ზომის ტალღები, როდესაც მოზრდილ ქვას – შედარებით დიდი ზომის ტალღების წარმოქმნა ხდება, ჩვენ მართალია ვიზუალურად ვერ ვხედავთ ხმის გამოცემის დროს ჰაერის ტალღებს, თუმცა დაახლოებით იგივე პრინციპით ხდება ხმის ტალღების გამოცემა, მაგალითად როესაც ორი ადამიანიდან ერთი საუბრობს და მეორე ისმენს, მოსაუბრე როდესაც იტყვის რამეს, მისი პირის აპარატში არსებული ხმოვანი იოგები იწყებენ ვიბრაციას, ეს ვიბრაცია ეხება ჰაერის მოლეკულებს, ჰაერის მოლეკულები იწყებენ ერთმანეთზე დაჯახებას – რხევას, შემდეგ მსმენელამდე მიღწეული ეს ჰაერის ტალღები იწვეს მის ყურში არსებული მემბრანის რხევას რასაც უკვე როგორც ხმოვან ბგერას ისე აღიქვამს.
როგორია ბგერითი ტალღა
ბგერითი ტალღა, მეცნიერული თვალსაზრისით საკმაოდ კომპლექსური მოვლენაა, თუმცა მარტივი წარმოდგენისთვის იგი რადიალურად(როგორც წყლის მაგალითია, ანუ კენჭს თუ ჩავაგდებთ, ტალღა მხოლოდ ერთი მიმართულებით კი არ ვრცელდება, არამედ ამ კენჭის გარშემო ყველა მიმართულებით) ვრცელდება და ისევე როგორც წყლის ტალღას აქვს თავისი რხევის სიხშირე( პატარა ტალღები სწრაფად ირხევიან, დიდი ტალღები ნელა)
ანალოგიურად, ხმოვანი დაბალი სიხშირეები ნელა ირხევიან, ხოლო მაღალი სიხშირეები სწრაფად, სწორედ ამ მოცემულობას ქვია ჰერცი Hz.
ტალღების რხევას ზომავენ დროში, ანუ თუ ავიღებთ მაგალითად ერთ წამს და გავზომავთ ამათუ იმ ტალღას, თუ რამდენი რხევა აქვს ერთ წამში, ასეთი გამოთვლი ამბობენ ამ კონკრეტულ ტალღას 1 წამში აქვს 50 რხევა და მისი აღნიშვნაა 50Hz (ჰერცი). ამ მოცემულობას დინამიკის ან გამძლიერებლის მონაცემებში ეწოდება 50 Hz (ჰერცი), ან 200 Hz (ჰერცი) და ასე შემდეგ.
ხოლო რაც შეეხება, როგორი სიხშირეების მოსმენა შეუძლია ადამიანს, ეს სიხშირეებია 20 Hz ჰერციდან – 20 ათას ანუ იგივე 20kHz კილოჰერცამდე.

- სურათზე მჭიდროდ მყოფი წერტილები არის სწორედ ტალღური მოვლენა
სწორედ ამიტომ, მუსიკალური ინსტრუმენტები, აუდიო სისტემები და ზოგადად მუსიკასთან დაკავშირებული მთელი ინდუსტრია და ტექნოლოგიები, მიმართულია ამ სიხშირულ დიაპაზონში მოხდეს ხმოვანი ბგერის იდეალური გადმოცემა.
რა არის დეციბელი dB
აქვე შეგვიძლია შევეხოთ დეციბელებსაც dB, თუმცა გვერწმუნეთ თუ ამ ინდუსტრიაში არ ვაპირებთ მოღვაწეობას და ცოდნის გაღრმავებას მეცნიერულ დონეზე, სიხშირეებთან შედარებით ამ საკითხის ერთ ორ აბზაცში ჩაშლა ურთულესი ამოცანაა, ამიტომ სჯობს დეციბელბზე ვიცოდეთ მარტივი სამომხმარებლო განმარტება და მას მარტივად შევარქვათ ხმამაღლობა და აქ კიდევ ერთი მითს უნდა გამოვაცალოთ საფუძველი, როდესაც ხმამაღლობას ხშირად ასოცირებას უკეთებენ დინამიკების ვატურ Watt სიმძლავრეს, გვახსოვდეს, რომ თუ რამდენ ვატიანია დინამიკი პირდაპირ არ განსაზღვრავს მის ხმამაღლობას, ხმამაღლობას განსაზღვრავს დეციბელი და თუ როგორ ამას შეგიძლია გაეცნოთ სტატიაში როგორ შევარჩიოთ დინამიკი


