როგორ დავგეგმოთ ფონური გახმოვანება
როდესაც ფონური მუსიკის საჭიროება დღის წესრიგში დგება იქნება ეს მაღაზია, სასტუმრო რესტორანი, კაფე – ბარი თუ ღია სივრცე. ჩნდება კითხვები, რა ტიპის და რამდენი დინამიკები იქნება საუკეთესო გადაწყვეტა და როგორი უნდა იყოს მათი განლაგება, ხმის გამაძლიერებელის რა სიმძლავრეა საჭირო, მუსიკის გამშვები წყაროები, როდესაც სხვადასხვა ოთახები ან სართულებია ზონებად დაყოფის პერსპექტივა, შემდეგ ამ ერთობლიობის დათვლა რა შედეგი იქნება მიღწეული და ბოლოს როგორ ხდება ამ ყველაფრის ინსტალაცია. ზოგადად რა უნდა გავითვალისწინოთ რომ მივიღოთ სწორი ფონური გახმოვანება.
რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი დაგეგმარება
ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა მხოლოდ გასახმოვანებელი ფართის ზომებიდან გამომდინარე გაკეთებული კალკულაცია არ იქნება მართებული, ხშირად ასევე გავიგებთ, როდესაც ამბობენ “ორი ან ერთი ცალი დინამიკი ხომ ეყოფა აქაურობას”. ერთი ძალიან მარტივი მოცემულობაა, დინამიკი რა თქმა უნდა გამოსცემს ხმას, ხმას კი ზოგადად რთულად რამე თუ აჩერებს(ამისთვის სპეციალური მასალები და სისტემებია), რადგან დინამიკიდან ტალღური გადაცემა ხდება ჰაერზე, ჰაერში გავრცელებული ტალღები კი რასაც შეეხება ისინიც თავის თავად გამოსცემენ ან/და აბრუნებენ ტალღებს, შესაბამისად როდესაც ხდება გასახმოვანებელი სივრცის შეფასება, რთულია შემოვიფარგლოთ კითხვაზე პასუხით: უბრალოდ მუსიკა, რომ ისმოდეს რამდენი და როგორი დინამიკია საკმარისი.
გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ტიპის დინამიკები არსებობს, შესაბამისად დანიშნულებაც სხვადასხვა არის მაგალითად ჭერში ჩასაშენებელი, პენდანტ დინამკები, კედელზე გარედან მდგომი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენი ფონური დინამიკების და სისტემების კატეგორია
არასწორად შესრულებული გადაწყვეტა, ხშირად იწვევს ისეთ შედეგბს, როდესაც მუსიკა არათუ კომფორტი, არამედ ხმაურის ნაწილი ხდება, აიძულებს ადამიანებს დიდხანს ვერ გაჩერდნენ სივრცეში. მაგალითად დინამიკების არასწორი რაოდენობა და განლაგება იწვევს მკვდარი ზონების გამოჩენას, მკვდარი ზონა ეს არის როდესაც სივრცის გარკვეულ ნაწილში ხმამღლა ისმის მუსიკა მთლიანობაში, სხვაგან ხმადაბლა, ეს ზოგადად ხმის დონის მკვდარი ზონებია. ასევე არის სიხშირულად დაქსაქსული ზონები, მაგალითად ერთ ნაწილში ბასები ისმის გარკვევით, მეორე ნაწილში მაღალი სიხშირეები ამას დამატებული ზოგადად სივრცეში არსებული ხმაური, არეკვლადი ზედაპირები და შედეგად ხდება ის, რომ შოპინგი ან კაფე – ბარში ყოფნა არის არაკომფორტული, რადგან არ ისმის თანამოსაუბრის საუბარი გარკვევით, გონების კონცეტრირება რთულია ასეთ დროს და საბოლოო ჯამში ზიანდება თქვენი კომერციული ინტერესები.
ფონური გახმოვანება
15 წლიანი გამოცდილების მანძილზე გვქონია ბევრი შემთხვევა როდესაც დამკვეთს, თავიდანვე გაუთვალისწინებია აკუსტიკური გარემოსთვის საჭირო ყველა დეტალი, მათ შორის ინტერიერის მასალებში, რომ რაც შეიძლება ნაკლებად არეკვლადი ზედაპირები ყოფილიყო, ასევე აკუსტიკური პანელებით გაჯანსაღება ისეთ სივრცეებში სადაც დიდი ბგერითი დაყოვნებებია, მაგრამ ასევე გვქონია შემთხვევები როდესაც უკვე დასრულებულია სარემონტო სამუშაოები, სადაც ძალიან დიდი ბგერითი დაყოვნება და არეკვლადი ზედაპირებია, ამავდროულად შეუძლებელია ინტერიერში ჩარევა და მხოლოდ დინამიკებით იყო სურვილი არსებული სურათის გამოსწორების, რასაც ძალიან გაურთულებია ამოცანის შესრულება. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვსურს მცირე გზამკვლევის გაკეთება მოკლე სტატიების სახით, სადაც თითოეულ ასეთ კითხვაზე იქნება მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი, იმისთვის რომ ბიზნესმა სწორად დაგეგმოს მსგავსი სისტემების შეძენა, რა თქმა უნდა ამ სტატიებში მეცნიერულ სიღრმეებში ვერ წავალთ, არამედ ვეცდებით საჭირო გადაწყვეტის მიღმა მდგომი მეცნიერება გადმოგცეთ მარტივად იმისთვის, რომ წარმოდგენა შეექმნას ყველას, ვისაც სურს იცოდეს რა დგას კარგი აკუსტიკური გარემოს უკან და როგორ მიიღწევა ეს შედეგი.



