ღია საკონცერტო სივრცე

ღია საკონცერტო სივრცეების დაგეგმვა ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა აკუსტიკაში. დახურული დარბაზისგან განსხვავებით, აქ სივრცეს პრაქტიკულად არ აქვს კედლები და ჭერი, ამიტომ ხმა ბუნებრივად ვერ „იკავებს“ ენერგიას. ბგერა სწრაფად იკარგება, ხოლო ქარი, ტემპერატურა და გარემო პირობები პირდაპირ მოქმედებს ხმის გავრცელებაზე. სწორედ ამიტომ ღია სივრცეებში მთავარი ამოცანაა, რომ აუდიტორიის ყველა წერტილამდე თანაბარი და სინქრონული ხმა მივიდეს.

ასეთ პროექტებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიმართულებითობას, delay ზონებს და დაბალი სიხშირეების კონტროლს. მაგალითად, დიდ ფესტივალებზე ხშირად გამოიყენება დამატებითი delay tower-ები, რადგან მხოლოდ მთავარი სცენის სისტემა შორეულ ზონებს ვერ ფარავს. ასევე დიდი გამოწვევაა ბასის კონტროლი — ძლიერი დაბალი სიხშირეები კილომეტრებზეც კი ვრცელდება.

ამ სივრცეებში ძირითადად გამოიყენება დიდი Line Array System სისტემები, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი შორ მანძილზე თანაბარი დაფარვისთვის. ბასისთვის გამოიყენება მასიური Subwoofer array-ები, ხშირად cardioid კონფიგურაციით, რათა ენერგია აუდიტორიისკენ წავიდეს და არა სცენის უკან. მთელ სისტემას მართავს ძლიერი DSP პროცესორები და ციფრული Digital Mixing Console-ები, რომლებიც delay alignment-ს, phase correction-ს და სიხშირეების გადანაწილებას აკონტროლებს.

სტატიის გაზიარება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
შედარება