დახურული საკონცერტო სივრცე

დახურულ საკონცერტო სივრცეებში ყველაფერი უკვე თავად ოთახის აკუსტიკაზეა დამოკიდებული. კედლები, ჭერი და ზედაპირები მუდმივად ირეკლავს ხმას, რის გამოც სივრცეში ჩნდება რევერბერაცია, ინტერფერენცია და room modes. თუ აკუსტიკა ცუდად არის დაგეგმილი, ხმა სწრაფად ხდება ქაოსური — ბასი იწყებს „ბუბუნს“, ვოკალი კარგავს გასაგებობას და მუსიკა გადაღლილ ჟღერადობას იღებს.

ამიტომ კლუბებში, რესტორნებსა და საკონცერტო დარბაზებში დიდი ყურადღება ექცევა:

  • რევერბერაციის კონტროლს,
  • დიფუზიას,
  • ბას ტრაპებს,
  • არაპარალელურ ზედაპირებს,
  • early reflection-ების მართვას.

მაგალითად, ღამის კლუბში ძალიან ხშირად პრობლემა სწორედ დაბალი სიხშირეების დაგროვებაა, რადგან პატარა დახურული სივრცე ბასს ძლიერ აძლიერებს.

აპარატურული ნაწილი აქ უკვე უშუალოდ სივრცეზე იგეგმება. გამოიყენება compact line array ან point source სისტემები, ხშირად horn-loaded ტექნოლოგიით, რადგან ასეთი სისტემები ენერგიას უფრო კონტროლირებულად ავრცელებს. ბასისთვის გამოიყენება ცალკე subwoofer სისტემები, რომლებიც სპეციალურად ტიუნდება ოთახის მოდების მიხედვით. თანამედროვე ციფრული მიქშერები და DSP პროცესორები მუდმივად აკონტროლებს EQ-ს, crossover-ს, delay-ს და phase alignment-ს, რათა სივრცის პრობლემები მაქსიმალურად დაბალანსდეს.

სტატიის გაზიარება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
შედარება