
სივრცეები სადაც მთავარი საუბარია
საკონფერენციო დარბაზებში, აეროპორტებში და საზოგადო თავშეყრის სივრცეებში მთავარი მიზანი არა მუსიკალური ეფექტი, არამედ მეტყველების მაქსიმალური გასაგებობაა. ასეთ სივრცეებში ყველაზე დიდი პრობლემა რევერბერაცია და არეკვლებია — თუ ხმა ზედმეტად ირეკლება, სიტყვები ერთმანეთს ერწყმის და ინფორმაციის აღქმა რთულდება.
ამიტომ ასეთი სივრცეები ჩვეულებრივ უფრო „მშრალ“ აკუსტიკაზე იგეგმება. გამოიყენება:
- მაღალი შთანთქმის მასალები,
- აკუსტიკური ჭერი,
- კედლის პანელები,
- დიფუზია,
- მოკლე RT60.
მაგალითად, თანამედროვე საკონფერენციო სივრცეში ხშირად მთელი ჭერი აკუსტიკურ სისტემად მუშაობს.
აპარატურულად აქ გამოიყენება column array და beam steering სისტემები, რადგან მათ შეუძლიათ ხმა პირდაპირ მსმენელის ზონაში მიმართონ და ნაკლები ენერგია გააგზავნონ ჭერისა და კედლებისკენ. DSP პროცესორები სპეციალურად speech intelligibility-ზეა მორგებული, ხოლო ავტომატური მიქშერები აქტიური მიკროფონების მიხედვით არეგულირებს დონეებს და feedback-ს ამცირებს.



