ფონური გახმოვანება

ფონური მუსიკის სივრცეებში მთავარი მიზანია კომფორტული ატმოსფეროს შექმნა. ასეთი სისტემები არ უნდა იყოს აგრესიული ან გადაღლილი — მუსიკა ბუნებრივად უნდა ერწყმოდეს გარემოს ისე, რომ ადამიანებს საუბარი არ გაუჭირდეთ.

აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

  • თანაბარ დაფარვას,
  • რბილ რევერბერაციას,
  • არეკვლების კონტროლს,
  • სივრცის ზონებად დაყოფას.

რესტორნებში და კაფეებში ხშირად პრობლემა ის არის, რომ მყარი ზედაპირები ხმაურს აგროვებს და სივრცე გადაღლილი ხდება. ამიტომ აკუსტიკური დიზაინი პირდაპირ გავლენას ახდენს სტუმრების კომფორტზე.

ასეთ სისტემებში ძირითადად გამოიყენება ჭერის დინამიკები, კედლის დინამიკი, პენდანტ დინამიკები და 70V/100V ხაზოვანი სისტემები. მათი მთავარი უპირატესობაა, რომ შესაძლებელია ბევრი პატარა დინამიკის თანაბრად განაწილება მთელ სივრცეში. DSP სისტემები არეგულირებს ზონებს, loudness compensation-ს და სიხშირეების ბალანსს, რათა მუსიკა სასიამოვნოდ ისმოდეს დაბალ ხმაზეც.

სტატიის გაზიარება
Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
შედარება